როგორც „ვერსია“ წერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელსაც კონსტიტუციური საფუძველიც სჭირდება, ასეთია ბიუჯეტის ჩაგდება და მთავრობის დათხოვნა. ეს ვარიანტები პარლამენტმა ვერ გამოიყენა. კიდევ ერთი ვარიანტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაა, თუმცა პრემიერ ღარიბაშვილს ჯერ მინისტრების შეცვლის ლიმიტი არ ამოუწურავს და მას კიდევ 5 მინისტრის შეცვლა შეუძლია. „ვერსიის“ აზრით, უსარგებლო იქნება ხალხის ქუჩაში გამოყვანაც.
„ვერსია“ ისეთ ვარიანტზეც წერს, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არაპირდაპირ შეუქწყობს ხელს. გამოცემას „ოცნების“ დეპუტატმა სწორედ ამ „ოქროს შუალედზე“ მიაწოდა ინფორმაცია:
ეს ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურება, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატი საკუთარ მანდატს დატოვებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის სიაში მომდევნო ჩაწერილი 76 დეპუტატიც. მაშინ პარლამენტი უუნარო ხდება და ინიშნება ვადამდელი არჩევნებიც. რადგან ეს ქმედება პრეზიდენტ მარგველაშვილს ჩიხში შეიყვანს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ამ პერიოდში კონსტიტუციით, 2 თვის განმავლობაში, ქვეყანას მთავრობა და პრემიერი მართავენ. ეს კი ივანიშვილისთვის ირაკლი ღარიბაშილის ჩამოშორების ყველაზე მისაღები გზაა, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს ღარიბაშვილი არაერთ შეცდომას დაუშვებს და არჩევნების შემდეგ მასაც და მის მთავრობასაც უნდობლობას უფრო ადვილად გამოუცხადებენ.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






