მისი თქმით, დებატებში დროს უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება, როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა მასსა და ივანიშვილს შორის, ,,მე მზად ვარ დებატებში დავსხდეთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუკი მას აქვს ხელთ არგუმენტები და აქვს თავმოყვარეობა“ - განაცხადა ალასანიამ.
ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში ალასანიას საუბრები უშუალოდ ივანიშვილთან, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ასეთი საუბრები არ ჰქონია, ,,იყო მისი დანიშნული პრემიერ-მინისტრი, რომელიც მის ხაზს ატარებდა და როცა საუბრები იყო იგივე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე მე ვგრძნობდი, რომ საკთხები იჭედებოდა, დაახლოებით 10-მდე წერილობითი მიმართვა მაქვს პრმეიერისადმი და არცერთზე პასუხ არ მოსულა, მთავრობის აპარატი იყო ფუნქციამორღვეული და რაც დღეს ხდება სხვადასხვა უწყებებში, როცა ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ეს კიდევე რთხელ მეტყველებს, თუ რა მენეჯმენტის კულტურა შემოიტანა და დაამკვიდრა დეფაქტო პრემიერმა ივანიშვილმა და ეს არის დიდი საფრთხის შემცველი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






