ხმალაძემ კოღუაშვილს სხდომა დაატოვებინა- დაპირისპირება პარლამენტში
პოლიტიკა - 21:09, 10 Feb, 2015     2653
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი რეგულაციების განხილვამ დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია. კომიტეტის სხდომაზე მეცნიერმა პაატა კოღუაშვილმა ცვლილებები გააკრიტიკა და გადაწყვეტილების დასაბუთება მოითხოვა.

„ეკონომიკრი ანალიზი და დასაბუთება მანახეთ იმის, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ! ანალიზი არსებობს იმის, თუ რა ინვესტიცია შემოდის?“, - მიმართა კოღუაშვილმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს.

კოღუაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს ჩანტარებული არანაირი ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით. "

საქართველოს სოფლის მეურნეობის პირობებში მსხვილმასშტაბიან ინვესტიციაზე საუბარი ზედმეტია. თქვენს მიერ მომზადებულ პროექტში საფრთხეები არსებობს და ამას ქართველი ხალხი არ გაპატიებთ. ქართველი გლეხი მიწას იმიტომ ვერ ამუშავებს, რომ მისთვის სათანადო ეკონომიკური ვითარება არ შეიქმნა. ეს პროექტი სოფლიდან გლეხ-კაცის აყრის სტრატეგიაა“, - განაცხადა კოღუაშვილმა, რომელსაც ბარამიძემ მიუგო, რომ ის არაეთიკურად საუბრობდა.

ბარამიძე-კოღუაშვილის კამათში კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ჩაერთო და კოღუაშვილს მოუწოდა ადგილიდან ნუ საუბრობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომას დატოვებდა, რაც საბოლოოდ ასე მოხდა კიდეც.

ცვლილებების მიხედვით უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება უბრუნდებათ, რაც გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42