თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ამის შესახებ საუბარია მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზს განმარტავს.
„ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია.
იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა.
მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე“, - ნათქვამია განცხადება.
ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა
ზუმბაძის დანიშვნამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იგი ფიგურირებს 2011 წლის 7 ივლისს სამი ფოტოგრაფის დაკავების საქმეში, 2010 წელს ჯაშუშურ ქსელში ჩართული ადამიანების გამოსააშკარავებელ ოპერაცია ”ენვერში” და ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩართული იყო 2012 წლის ლაფანყურის საქმეშიც.
მასალის გამოყენების პირობები






