ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს გენისპექციის უფროსის მოადგილის პოსტიდან ვალერი ზუმბაძის გადადგომას დადებითად აფასებს და პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იბარებს.
მისი თქმით თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან, არ შეიძლება, მაღალ თანამდებებს ის პირები იკავებდნენ, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს.
„არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მაგრამ არ შეიძლება, პოსტებზე ის პირები იყვნენ დანიშნული, რომელთა მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობს. ეს საკითხი თავდაცვის კომიტეტში დავაყენე და ირაკლი სესიაშვილმა თანხმობა მომცა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოვიწვევთ, რომლის წინაშეც იმ საკადრო გადაწყვეტილებებზეც ვისაუბრებთ, რომლებიც ეჭვებს იწვევს. ეს არ ეხება მხოლოდ ზუმბაძეს, არამედ ძველ გახმაურებულ საქმეებსაც“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






