არ მგონია, რომ ქუცნაშვილი უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს - ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 16:30, 10 Feb, 2015     2322

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიჩნევს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ გახდება.

ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში ბერძენიშვილმა განაცხადა.

თუმცა დეპუტატი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების სიაში იყოს.

„ჩვენი პარტიის წევრმა თინათინ ხიდაშელმა წარდგენაზე უარი თქვა, მაგრამ ბატონმა ქუცნაშვილმა უარი არ თქვა. ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მე არამგონია, რომ ქუცნაშვილი უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, მაგრამ ის, რომ კანდიდატთა სიაშია, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუმცა მე მგონია, რომ პრეზიდენტი ქუცნაშვილის კანდიდატურას არ წარადგენს. საერთოდ, პოლიტიკოსობა სირცხვილი არ არის. საიდან გაჩნდა აზრი, რომ არ უნდა იყოს კანდიდატი ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არ ვიცი. არ არის ეს დანაშაული. დანტე ალიგიერი იყო პოლიტიკური პარტიის წევრი და ქუცნაშვილი რომ არის პარტიული ამაში პრობლემა არ არის. ჩემთვის არაპოლიტიკურობა უფრო დიდი ნაკლია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის წევრობა. არაპოლიტიკურობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ფეხებზე გკიდია. ჩემთვის მთავარია, რომ თავმჯდომარე იყოს კვალიფიციური და კვალიფიციური“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი გუშინ დასრულდა. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან, რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. წარდგენილ კანდიდატთა შორის, ერთ-ერთი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42