გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედა ციცინო გაბუნია სოციალურ ქსელში მისი შვილის გარდაცვალებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.
"საკმარისია,არ გრცხვენიათ ხალხო? რადგან მე შოუებს არ ვდგავდი და ჩემი შვილი სრულიად საქართველოს არ გატირეთ, ამიტომ ფული მაქვს აღებული შვილის სისხლში? საქმეს პროკურატურა იძიებდა და გამომძიებლებზეც საგამოძიებლო ნაწილში საქმეა აღძრული! გენერალურ პროკურატურას კონტროლზე ჰქონდა აყვანილი- შედეგი? ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმეს დაგიხურავთო! შედეგი არ დადგება! მაინცდამაინც სანახაობა გინდათ? მერედა ჩვენს ქვეყანაში დაზარალებულის დაცვის მექანიზმი რომ არ არსებობს არ იცით? კიდევ სისხლი გინდათ? უნდა დამთავრდეს ამ საქმის პოლიტიზირება! და არა მარტო ამ საქმის, ყველა საქმის, გამომივიდნენ აქ ტელევარსკვლავები ეს შვილმკვდარი ხალხი, ყველამ იცის თავის დროზე გახმაურებული ბექა პაპუაშვილისა და ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ, ყველამ და ყველა დუმს, არ აწყობთ სიმართლის თქმა? მკვლელებს ხელს აფარებენ? სიმართლე ლევან გაბუნიამ გააჟღერა, და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიაო...... დაგვაგიჟეს 12 წელი პროკურატურაში.... ყველაფერს აქვს საზღვარი! შოუ გინდათ? მიიღებთ! და მერე დამიდგება ვინმე გვერდზე? სიმართლისათვის! მე არც ვიყიდები და არც არავის ყიდვას არ ვაპირებ! გეკითხებით, დამიდგებით გვერდით უანგაროდ?",-წერს გაბუნია.
ლევან გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი შვილი 2003 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






