www.factcheck.ge -ის კვლევის თანახმად ლარის კურსის გაუფასურება მომხმარებლებზე უარყოფითად მოქმედებს. მოხმარებაში იმპორტის წილი 66%-ია და შესაბამისად იმპორტიორებს დანახარჯები ეზრდებათ და ხშირ შემთხვევაში ეს ფასებზეც აისახება. მედიკამენტების ნაწილზე უკვე გაიზარდა ფასები. ახლო მომავალში იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური შეიძლება15 თეთრით გაიზარდოს, რამაც შესაძლოა სხვა პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, ფასების ზრდა გამოიწვიოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას კრეტიდების 61% დოლარში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს კი ლარში იღებს. მათ ლარის კურსის გაუფასურება კრედიტის მომსახურებას უძვირებთ. ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 802 მლნ ლარით იყო გაზრდილი.
ვალუტის კურსის სწრაფი ცვლილება ბიზნესის წარმოებას სავალუტო რისკებს უზრდის, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აუარესებს და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება: „ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს,“ არის მცდარი.
მასალის გამოყენების პირობები






