ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტისთვის მზაობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის უცნობი იყო, რასაც დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.
ისინი აცხადებენ, რომ კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არ გამართულა. გარდა ამისა დეპუტატების უმრავლესობას მიაჩნია, რომ აუცილებელი არ არის ამ პოსტზე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანის კანდიდატურა იყოს წამოყენებული, თუმცა უმრავლესობის წევრები თვლიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პრეზიდენტის მისაღებია.
„ძალიან ბევრი კანდიდატია უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი და ალბათ შეარჩევს საქართველოს პრეზიდენტი. ვისაც სურვილი აქვს საკუთარი თავის ნომინირება თვითონაც შეუძლია, მითუმეტეს თუ 11 ორგანიზაციამ წარადგინა ზაქარია ქუცნაშვილი ეს ამ ორგანიზაციების ინტერესია და ვნახოთ პრეზიდენტი ვასაც წარმოადგენს პარლამენტი იმ ფარგლებში იმსჯელებს“. - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






