„თუ ვინმეს ჰგონია, „ოცნება“ უდანაშაულო ადამიანს დანაშაულს ვერ დააბრალებდა, ჩოკუტაევი გაიხსენოს“
სოც.მედია - 10:29, 10 Feb, 2015     3488

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციელის, გია სოსანაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„ბევრი ჟურნალისტი მეკითხება, და ბარემ აქ დავწერ. პროკურატურა ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ ორი მტკიცებულება აქვს, ანძაზე გასული ზარი და დნმ-ის ანალიზი. საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება, თუმცა დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ რომც გქონდეს, თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი არა გყავს, მას ბევრი ვერაფერში გამოიყენებ. პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ანძებზე გასული ზარები ამოიღეს და ამის მიხედვით დაადგინეს სავარაუდო ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ზარებით თუ შეაფასებ, ოცნებისათვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, "თვით ფირცხალავასთან" ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი. მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა. გამოძიებას კი ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსიაში დამაჯეროს“, - წერს უტიაშვილი.

სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42