პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას ელოდებიან. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა იგეგმება, რომელიც შუღლის გაღვივებისთვის დასჯას ითვალისწინებს. სხდომაზე მთავარი მომხსენებელი იზორია იქნება.
"წამკითვხელისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მისი ინტერპრეტაცია შეუძლებელია უნდა იყოს. ჩემი აზრით, სასჯელი არის იმდენად მკაცრი, რომ ის არ ჯდება სასჯელების საერთოს სისტემაში, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის დაგეგმილი", - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
ამავე სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენმიწების გასხვისებასა და სითი პარკის საკითხზე. შესაძლოა კომპანიას, ზედამხედველობის სამსახურის გარეშე, მანქანების საჯარიმოზე გადაყვანა აეკრძალოს.
მასალის გამოყენების პირობები






