სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 19:37, 09 Feb, 2015     1337
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა.
2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უკრაინის 436 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 42 პირის საქმის წარმოება პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 35 პირის საქმე გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.
ამჟამად, სამინისტრო განიხილავს 359 პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს. მათგან 207 პირი ეთნიკურად უკრაინელია, 32 - ეთნიკურად რუსი, 23 პირი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისაა, ხოლო 97 - ეთნიკურად ქართველია.
მინისტრმა ელჩს განუმარტა, რომ ეთნიკური ქართველების უმრავლესობა საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს წარმოადგენენ და აქვთ ნათესაური კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან, რაც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძველია. მათთვის, ვინც უარს იტყვის ბინადრობის ნებართვის უფლების მინიჭებაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოქმედდება თავშესაფრის მინიჭების პროცედურა.
სოზარ სუბარმა ელჩს, ასევე, გააცნო სამინისტროს მიდგომა უკრაინის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ და განაცხადა, რომ სამინისტრო მათ გამარტივებული წესით, საქმის არსებითი შესწავლის შემდეგ მიანიჭებს თავშესაფარს, ძირითადად დამატებითი დაცვის სტატუსით. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა და უკრაინის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადებში მიიღება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42