პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
რაც შეეხება მოხსენების შინაარსს, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ის როგორც საშინაო, ასევე, საგარეო საკითხებს მოიცავს.
„ეს მოიცავს როგორც საშინაო, ასავე საგარეო სფეროს და საკმაოდ მრავალფეროვანია. ფორმატი კი, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ის ქვეყნის ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია, მიმაჩნია, რომ პარლამენტში წარდგენისას გარკვეული აზრების გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კითხვაზე, როგორ მოხდა თარიღის შერჩევა, კვერენჩხილაძის თქმით, კონსტიტუცის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური თავად წყვეტს სავარაუდო თარიღს, თუ როდის წარსდგეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით.
"პრეზიდენტი 18 მარტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. შემდგომ, გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთობლივად შევჯერდით, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






