"პარლამენტი უფრო გლობალურია, მეტისმომცველი“- კურტანიძეს პარლამენტისკენ გული არ მიუწევს
პოლიტიკა - 15:43, 09 Feb, 2015     1853
დეპუტატ თამაზ ავდალიანი გარდაცვალების შემდეგ, პარლამენტში, უმრავლესობის რიგებში ვაკანსია გაჩნდა, რომელიც პარტიული სიით ლუკა კურტანიძეს ეკუთვნის.

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიასთან გამოთხოვება, სადაც პრორექტორია, უჭირს და ამიტომ არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს. კურტანიძემ კონსულტაციები უკვე გამართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან. კურტანიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში არსებულ გამოწვევებს თავს ღირსეულად გაართმევს.

„საამისოდ ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, თავს ღირსეულად გავართმევ. იერარქიულობას ძალიან დიდ პატივს ვცემ. აქედან გამომდინარე, თავს უფლება არ მივეცი, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიმეღო, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატობა სიით მეკუთვნის, მიმაჩნია, რჩევა იმ ადამიანებს უნდა ვკითხო, ვისაც მეტი პოლიტიკური გამოცდილება აქვს.“- აცხადებს კურტანიძე.

კურტანიძის თქმით, მან რჩევა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც უნდა კითხოს:

„მისგან რჩევა-დარიგება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ბედნიერი ვარ, რომ მისი ერთგული თანამებრძოლი ვარ. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რჩევასაც. ჩვენ თანამებრძოლები ვართ და ბევრი სხვა რამეც გვაკავშირებს- წლები, ასევე პარტია, სადაც პოზიციების თანხვედრა უნდა მოხდეს. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ სად იქნება ლუკა კურტანიძე უფრო პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული.“- აღნიშნავს კურტანიძე და აცხადებს, რომ მას პოლიციის აკადემიის მიტოვება უძნელდება: “პოლიციის აკადემიაში რომ არ ვიყო, გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნებოდა. შსს-ში ორი წლის წინ არ მოვსულვარ- 1994 წელს მივედი, როგორც რიგითი და 20- წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამ სტრუქტურიდან წასვლა ძალიან რთულია, თუმცა პარლამენტი უფროი გლობალურია, მეტისმომცველი.“- ამბობს კურტანიძე გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში.


წყარო "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42