უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა პრეზიდენტს დღეს ეწურება
პოლიტიკა - 13:07, 09 Feb, 2015     1382

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა პრეზიდენტს დღეს, 19:00 საათზე ეწურება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა ჯგუფის მიერ უკვე დასახელებულია 20-მდე კანდიდატი. მათ ვინაობას გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. ეს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მოხდება.

ამის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმსჯელებს და შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

„ამ ეტაპისთვის დაახლოებით 20-მდე კანდიდატია დასახელებული, მაგრამ როგორც წესი ასეთ პროცესებში, ძრითადად ბოლო დღეს სახელდება კანდიდატების მეტი რაოდენობა, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ დღეს 7-საათამდე კიდევ დასახელდებიან სხვა კანდიდატები.

პრეზიდენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი შესაბამისობაში მოვა დასახელებულ კრიტერიუმებთან,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 25 თებერვალს იწურება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით ინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42