პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 30-მდე კანდიდატია წარდგენილი.
კანდიდატებს შორის არიან: „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინო გვენეტაძე, უფლებადამცველი დავით ასათიანია, ანა დოლიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა. მის კანდიდატურას მხარს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ უჭერს.
კანდიდატებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი დეკანი ირაკლი ბურდული, ასევე პარტია "თავისუფალი დემოკრეტების" მიერ წარდგენილი კანდიდატი შალვა შავგულიძე.
დღეს საკუთარი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილს „ლეიბორისტულმა პარტიამაც“ შესთავზა.
კოტე კუბლაშვილის შემცვლელად შალვა ნათელაშვილის პარტიამ ჯონი ხეცურიანის კანდიდატურა წარადგინა.
გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული ვადა კანდიდატების წარსადგენად დღეს 19:00 საათზე იწურება.
მასალის გამოყენების პირობები






