"მე ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება სწორედ ინსტიტუციური განვითარების ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუ გადავხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეს რეფორმები მათ ახლო წარსულში განახორციელეს. მთავარია, პოლიტიკური ნება და ამბიცია გაგვაჩნდეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ამ ყველაფერს მივაღწიოთ. პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით არსებობს და ის მყარი და მტკიცეა. ამას მოწმობს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები. შს ახალი მინისტრი სწორედ იმ სულისკვეთებით იწყებს მუშაობას, რომ წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა შს სამინისტროს სისტემის რეფორმირებას, განხორციელდეს და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური დაყოფა, იყოს შინაარსობრივი დაყოფა იმ სტანდარტებთან დაახლოებული, როგორც ეს ევროპისა და ამერიკისთვის არის დამახასიათებელი. შევისწავლით ძალიან ბევრი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მოდელები, ვაკეთებთ შედარებებს. ასევე, გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ რეფორმა საზოგადოების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს", - განაცხადა ლევან ზორიამ.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რედისონში" გამართულ საზოგადოებრივი ფორუმზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკრატურის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ დავით უსუფაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები






