„სახელმწიფოს უპირველესი ფუნქცია ეს არის კანონიერების დაცვა, მოქალაქეების უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების აღსრულება და კრიმინალთან ბრძოლა. ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციების აღსრულებას სჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული პროკურატურა. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ პოლიტიკური ძალის არათუ შემადგენელი პროკურატურა, არამედ პროკურატურასა და პოლიციაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლობდა სწორედ პროკურატურის და პოლიციის მეშვეობით. როგორ უნდა მივიდეთ აქედან იქამდე, რომ პროკურატურა და პოლიცია, ორივე ეს მიმართულება იყოს სრულად დეპოლიტიზებული და პროკურორი და პოლიციელი ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არა მთავრობას, ამაზე ცხადია დისკუსიები და მსჯელობებია საჭირო და მხოლოდ სურვილით ამ სანუკვარ მიზნამდე და ამოცანამდე ვერ მივალთ, ვიცით, რომ წლების განმავლობაში ეს სისტემა არადანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, რის შედეგადაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები - ინსტიტუციური დეკვალიფიკაცია. პროკურატურამ ინსტიტუციური დეკვალიფიკაცია განიცადა და ბიუჯეტის შევსების საფინანსო პოლიციის ფუნქცია შეითავსა პრაქტიკულად. ახლა ახალი ამოცანები გვაქვს და ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაანალიზდეს. კრიტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან პროცესი მიდის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






