ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გია სოსანაშვილის მამის პირდაპირ ეთერში ჩართვამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აკაკი სოსანაშვილისთვის დასმულ შეკითხვებზე, მისმა პასუხმა, სიბრეალული გამოიწვია.
აღნიშნულ კომენტარებს სოციალურ ქსელში გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ უპასუხა.
"გამარჯობა, სოსანაშვილის მამის ჩართვაზე აღელვებულო საზოგადოებავ... დიდი მორალის და ეთიკის მამებო და დედებო.. ყველას ფეისბუქ მითქმა-მოთქმა ვნახე....... გუშინ დამეზარა და ეხლა გიპასუხებთ-თქვენზე არანაკლებად შემეცოდა ის კაცი და ნუ ვიდავებთ, თქვენ უფრო გულჩვილები ხართ თუ ჩვენ. მამა ძალით არავის ჩაურთავს, მისი სურვილი იყო, სათქმელი ეთქვა .... ხმაურიან მკვლელობას რომ აშუქებთ, იშვიათად მახსენდება რეპორტაჟი, ოჯახი არ ჩაგეწეროთ ეჭვმიტანილის.. გუშინ სოსანაშვილის ოჯახი თითქმის ყველამ ჩაწერა, ყველა არხმა და პირდაპირ ეთერში რომ თქვა იგივე, რაც სხცაგან რეპორტაჟებში, ამან აგაღელვათ??? ინტერვიუებმა რეპორტაჟებში არ აგაღელვათ და ამაზე ჩამოიხოკეთ ღაწვები?? მამა და დედა არიან მთავარი მოწმეები, როდის ჩავიდა მათი შვილი სოფელში, რითი ჩავიდა, როდის დაბრუნდა უკან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეჭვმიტანილის საკუთარ სოფელში ჩასვლა, რომელიც ყარაფილას გვერდით მდებარეობს, დაემთხვა მკვლელობის წინა დღეებს და განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს დეტალი.. ვფიქრობ, რომ გუშინდელი გადაცემა ყველას მონაწილეობით ეთერში, იყო საინტერესო და ეთიკაზე მორალი საკუთარ თავებს უკითხეთ, ბევრი რამ შემიძლია შეგახსენოთ თუნდაც უახლოესი წარსულიდან მართლა არაეთიკური, ხოდა, ნუ გამომიხვედით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები... უსაგნო ღელვას შეეშვით, განსაკუთრებით ისინი, რაფალიანცის ,,მკვლელი,, პირდაპირ ეთერში რომ დაასახელებინეთ ბერიკაშვილს.... რეპორტაჟში მოსულა ჩაწერა, მაგრამ ლაივში არაო...))) რა სენტიმენტალურები ხართ", - წერს ინგა გრიგოლია.
მასალის გამოყენების პირობები






