პროკურატურა უკონტროლო ორგანოდ იქცა - რაც გავაკეთეთ, ვერ აღმოჩნდა ეფექტური რეფორმა - ხმალაძე
პოლიტიკა - 11:19, 09 Feb, 2015     1721
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სასტუმრო "რედისონში" გამართულ საზოგადოებრივი ფორუმზე პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმირების გატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურაში მდგომარეობა ბოლო დროს გამოსწორდა მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

"რომ არ იყოს პრეტენზიები შს სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, ასეთი რეფორმის საჭიროება არ დადგებოდა. რაც გავაკეთეთ 2013 წლის დასაწყისში, ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური რეფორმა, რომელიც მოგვიტანდა სასურველ შედეგს. პროკურატურა ფაქტობრივად უკონტროლო ორგანოდ იქცა. ბოლო დროს გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს. სწორედ ამიტომ საჭიროა იმდაგვარი რეფორმა, რომელიც ანგარიშვალდებულად აქცევს უწყებას", -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, აუცილებელია შენაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ერთ ხელში კონცენტრირება შესაძლოა მაღალი რისკის შემცველი იყოს.

„ურთიერთკონტროლის შესაძლებლობა მკვეთრად მცირდება, რადგან ერთ უწყებაში ექცევა ყველა ძალოვანი სტრუქტურა. ზოგადად, რისკის შესამცირებლად საჭირო გაყოფა, არ უნდა იყოს ერთად ორი რამ, გარე უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვაზე სხვა უწყება უნდა აგებდეს პასუხს“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42