აფრასიძეები ,,იმედის კვირასთან“ 11 წლის წინ ეცერის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობენ. ისინი ჰყვებიან, რომ სპეცრაზმელები მათ საძინებელში შეუვარდნენ, მოკლეს ოჯახის უფროსი ევგენი აფრასიძე, ხოლო უმცროსი შვილი ომეხი ეზოში დაცხრილეს. აფრასიძეები ამტკიცებენ, რომ მათ სპეცნაზის მისამართით სროლა არ განუხორციელებიათ. გამოძიების გააქტიურებას წინ უძღოდა დოდო აფრასიძის საჩივარი. ის მთვარი პროკურატურისგან იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძისა და იმ პირთა დასჯას მოითხოვს, ვინც სოფელ ეწერში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
აფრასიძეების დაკავების ოპერაცია, რომელსაც შს მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, მესტიაში, სოფელ ეცერში 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლკვიდირება მოხდა. დაკავებულ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მათ რუსთავის მე-16 დაწესებულება 2013 წელს დატოვეს.
შეცვლიდან თუ არა ის 11 წლის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაში რამეს, ბარამიძე ამბობს, რომ არაფერს შეცვლიდა, გარდა ერთისა, რომ იქნებოდნენ უფრო ფრთხილი. ,,იქნებოდა უფრო მკაცრი გაფრთხილება, რომ ვიყოთ უფორ ფრთხილად, რადგან ვერტმფრენები ჯერ კიდევ არ იყო დამჯდარი როცა მას ცეცხლი გაუხსნეს და რომ არა მფრინავის შალვა ქორქოშაძის ვაჟკაცობდა და პროფესიონალიზმი, 20-მდესპეცრაზმელი დაიღუპებოდა. ბუნებრივია ყოველთვის გაქვს ადამიანს ხინჯი, როცა ადამიანი იღუპება“ - აცხადებს გია ბარამიძე ,,იმედის კვირასთან“.
დეპუტატის თქმით, ყველაზე სწორი ფორმა იქნა შერჩეული, რომ ყოფილიყო პერიმეტრი დაცული არამარტო აფრასიძეების ირგვლივ, არამედ მთელი სოფლის, ,,ნატყვიარი საიდან სად წავიდა შეგიძლიათ ექსპერტიზის მინაცემები ნახოთ. აფრასიძის სახლი არის სოფლის ბოლოში და ისინი ისროდნენ ზემოდან ქვემოთ.
იმედია დამთავრდება ის აბსურდული მოსახრება, რომ აფრასიძეებს არასოდეს იარაღი არ ჰქონდათ და რომ თურმე არასოდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არასოდეს კრიმინალთან შეხება არ ჰქონიათ... იმედია ეს ყველაფერი გაირკვევა“ - ამბობს ბარამიძე.
ელოდება თუ არა დეპუტატი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ბარამიძე არაფერს გამორიცხავს და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ბარამიძის თქმით, ის არსად გაქცევას არ აპირებს.
,,მე აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ ამ ხელისუფლებისგან, რომლის ამოცანაა რომ როგორმე გამოძვრეს ამ სიტუცაციიდან, ისინი დაპირებების შემსრულებლები არი არიან, არჩევნების ჩატარებასაც მემგონი შემოდგომაზე აპირებენ და ეხლა უნდა იძახონ, რომ ხალხს ჭურში აგდებდნენ, ადამიანს კლავდნენ და ამიტომ ამათგან ყვეალფერს მოველი... ეხლა გვაქვს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის სხდომა, ცოტა ხნით მივდივარ ბრიუსელსი, იქიდან კიევში და არსად გაპარვას არ ვაპირებ, ჩამოვალ, და თუ საჭიროა მომიხსიან იმუნიტეტს, ჩავჯდები ციხეში ჩემს მეგობრებთან ერთად, თუ ჩვენს ბრძოლას ეს სჭირდება და არავის მივცემ იმის ფუფუნებას, რომ ის თქვან, რომ მე სადმე გავიქეცი. ამით ვერ შეგვაშინებენ“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






