,,როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერი დაიწყო 2008 წელს (მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი 1801 წელს დაიწყო, მაგრამ ჯანდაბას, საწყის წერტილად მივიჩნიოთ არა მე-19 საუკუნე ან, თუნდაც გასული საუკუნის 90-იანი წლები), ის - პრემიერი მართალია. მაგრამ, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ის - პრემიერი, ცდება!!! შესაძლოა, მართლაც რთულია ქვეწყობილი წინადადების ჩამოყალიბება და ასე ღიად თქმა, რომ უკრაინის შეიარაღება აუცილებელია, მაგრამ მინიმუმ ის მაინც უნდა ითქვას, რომ დასავლეთმა უნდა გაამკაცროს სანქციები და რუსეთი უნდა აიძულოს, რომ მან უკან დაიხიოს.
მართებული აქცენტები 8 წლის წინანდელზე აშკარად არაა საკმარისი მაშინ, როცა უკრაინა მარცხის და, შესაბამისად, დანგრევის პირასაა... "სვიფტი" რაა, სვიფტი მაინც ჩაუკეტეთ რუსეთს - ეს მაინც უნდა ეთქვა პრემიერს“ - წერს ჟურნალისტი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






