NATO -ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა საქართველოს საკითხზე, რუსეთის მიდგომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მათთან გაფორმებულ ე.წ. თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. მან აღნიშნა, რომ ის ნაბიჯები, რომელისაც რუსეთი რეგიონში დგამს ვითარების დესტაბილიზაციისაკენ არის მიმართული.
„ჩვენ ვგმობთ იმ ნაბიჯებს, რომელიც რიუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, კერძოდ კი ე.წ. შეთანხმების გაფორმებას საქართველოს რეგიონთან - აფხაზეთთან. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ანალოგიური შეთანხმების გაფორმაბას რუსეთი საქართველოს მეორე რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთანაც აპირებს. ეს ნაბიჯები არღვევს რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ისინი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წარმოადგენს რუსეთის დესტაბილიზაცური ქმედებების მაგალითს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ ვხსნით NATO-ს საწვრთნელ ცენტრს თბილისში, სადაც NATO-ს პარტნიორი ქვეყნების ჯარები ერთობლივ წვრთნებს გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები






