პრემიერმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯი რუსთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, თუმცა ამას, ღარიბაშვილის თქმით, პროგრესი არ მოჰყოლია.
"მახსოვს, პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან არ შეეძლო მოლაპარაკება, მაგრამ მთავრობა შეიცვალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო პირდაპირი დიალოგის ფორმატი რუსეთის მთავრობასთან და ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს ვაჩვენეთ, რომ კონსტრუქციული ხალხი და კონსტრუქციული ხელისუფლება ვართ. ჩვენ მშვიდობა და რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობა გვინდა, მაგრამ როგორ უნდა აღვადგინოთ ნდობა რუსეთსა და საქართველოს შორის?! ჩვენ ერთმანეთისგან გავაცალკევეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეულად გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






