კიდევ ერთი რუსული კომპანია - საქართველოში „გაზ გრუპი“ შემოდის
პოლიტიკა - 15:29, 07 Feb, 2015     4634
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ინფორმაციით, საქართველოში რუსული კომპანია „გაზ გრუპი“ შემოდის. მათი ვარაუდით, კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობასაც გეგმავს. როგორც ისინი აცხადებენ, „გაზ გრუპის“ შემოსვლით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ ირღვევა.

„ეს კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს. მას შეთანხმება აქვს გაფორმებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ის აღიარებს მათ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. „გაზ გრუპი“ არღვევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს, ამიტომ ის საქართველოში საქმიანობას არ უნდა აწარმოებდეს“, - აცხადებენ „საზოგადოებრივ ინიციატივაში“.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მას ამ კომპანიის მხრიდან რაიმე კანონის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

კომპანიამ პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ თბილისში მოაწყო, სადაც საკუთარი წარმოების მანქანები წარმოადგინა. ჩვეულებრივი სატვირთოს გარდა წარმოდგენილი იყო სასწრაფო დახმარების, სახანძროს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის განკუთვნილი ტექნიკა. მათ შორის უკვე ქართული წარწერებით. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მანქანები საჩვენებლად იყო შემოყვანილი და უკან წაიყვანეს. ,,გაზელების“ წარმატებულობა აეჭვებს ავტოექსპერტებს, მათი თქმით ავტომანქანების დაბალი ფასი, მისი დაბალი ხარისხით არის განპირობებული, ,,ძალიან ბევრი გაზელი დაიწვა თვითონ დაიწვა“

სხვა სპეცტექნიკასთან ერთად "გაზ გრუპის" ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული კომპანია თანამშრომლობას თბილისის მერიასთანაც აპირებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ დედაქალაქში არსებული ყვითელი ავტობუსების ნაცვლად უახლოეს მომავლში რუსული "გაზელები" გამოჩნდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42