საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა უკრაინულ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინა ცვლილებებს ადვილად გაუმკლავდება.
„უკრაინა რეფორმებს იმაზე ადვილად გაუმკლავდება, ვიდრე ეს საქართველოში მოხდა, რადგან უკრაინას ჰყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კადრები, აქ არის უზარმაზარი ადამიანური , პოლიტიკური, ეკონომიკური და ენეგეტიკული რესურსი, რომელთა მხოლოდ 5%-ია ათვისებული. საქართველოში მსგავსი რესურსები არ იყო. უკრაინელი ხალხი ცვლილებებისთის მზად არის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რადგან ეს ორი ქვეყანა ძალიან ჰგავს ერთმანეთს: „დღეს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები იბრძვიან, რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც. ცოტა ხნის წინ, ერთერთი ქართველი საკუთარი სხეულით გადაეფარა ნაღმს და უკაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე იხსნა. ხოლო ლუგანსკში იბრძვის მამა, რომელმაც შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა. ასეთი შემთხვევა ბევრია. ჩვენს შორის განსაკუთრებული კავშირია.“
სააკაშვილის აზრით, ამერიკა უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, რადგან დასავლეთში დაინახეს უკრაინელი ხალხის შემართება, ხელისუფლების მზადყოფნა დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვან მპრონციპს წარმოადგენს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინის მთავარი პრობლემა მოძველებული სამხედრო ტექნიკაა.
„უკრაინის მთავარ პრობლემას მოძველებული სამხედრო, ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა წარმოადგენს. თუკი ამერიკა უკრაინას შეიარაღებით დაეხმარება და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და არტილერიას გადასცემს , უკრაინელები რუსებვის პირველ 50 ტანკს გაანადგურებენ და მდგომარეობაც შეიცვლება. ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები წვრთნიდნენ, ახლა უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცის სულისკვეთება საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. თუკი მათ მივცემთ შესაბამის ცოდნას, უნარებს და იარაღს, ისინი მთელი რუსეთის ხელში ჩაგდებას შეძებენ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა .
მასალის გამოყენების პირობები






