იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, იური ვაზაგაშვილის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო საჭირო იმისთვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილიყო.
ამის შესახე წულუკიანმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გარკვეული წინაღობები გადალახა.
"არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება ყოფილიყო ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი...როგორც ვიცი ოროკურტურამ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული წინაღობები გადალახა. ბატონმა იურიმ იცოდა და რეალურად გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირთ ადრე ის რეგულარულად ხვდებოდა პროკურატურას, როგორც მსხვერპლი. მას ჰქონდა თავისი უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის მიზნით საგამოძიებო საიდუმლოს წესის დაცვით ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება იმ მოქმედებებზე, რასაც დგამდა პროკურატურა. ის ბოლო დღეებში იყო იმედიანად და იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გაიხსნებოდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






