როგორც მან აღნიშნა, ბუტა რობაქიძის საქმეში თქვეს, რომ მას ავტომატი ეჭირა, მიჯრით ისროდა და საპასუხო სროლაში მოკლეს.
„რობაქიძის გვამის დათვალიერების ოქმში წერია, რომ მას ტყვია მოხვედრილი აქვს აქ (იღლიასთან). კაცი, რომელიც ავტომატს ისვრის მიჯრით, ტყვია აქ ვერ ხვდება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი გირგვლიანის საქმეში ერთადერთ რამეს ითხოვდნენ, რომ ანძებიდან შარდენის სუფრის წევრების სატალეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია ამოეღოთ, თუმცა მათ აღნიშნული მონაცემები ვერ მიიღეს.
„ამ საქმის ტომები მეჭირა ხელში. ეს აბსურდის ცირკი იყო. ამას ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან - ღვინიაშვილი და საყვარელიძე. ისინი ამას ან თვითონ აკეთებდნენ, ან ფარავდნენ, ან ატყუებდნენ მათ და არ ინტერესდებოდნენ. არ ვიცი რა გაქვთ მასზე ნანახი, მაგრამ ღვინიაშვილის დაკითხვას ნამდვილად ვითხოვ ბუტა რობაქიძის საქმეზე“, - მიმართა ხიდაშელმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანს.
ხიდაშელის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე ლოგიკურია , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა აღიარონ ის დანაშაულები, რომელიც ხიდაშელის განცხადებით, 9 წლიანი მმართველობისას ჩაიდინეს.
"ნაციონალურ მოძრაობას" კითხვები , რომ არ ჰქონდეს ეს იქნება საოცარი იმიტომ, რომ მათ საქმე გამოიძიეს მაშინ და დაამთავრეს. თქვეს , რომ დანაშაული არ მომხდარა. ღვინიაშვილი რომელიც არის ჩემი კოლეგა ან დათო საყვარელიძე, ეს ორი ადამინია, რომელიც მაშინ პროკურატურის ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, კონკრეტულად რომ ავიღოთ, ამ ხალხმა , რომ არ თქვას, რომ კითხვები გვაქვსო, მაშინ უნდა თქვან, რომ აგერ ვართ ბატონო და დაგვადეთ ბორკილებიო,"-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






