ცვლილელბებს მხარი მმართველი კოალიციის 60 წევრმა დაუჭირა. ცვლილებებს მხარი არც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაუჭირეს. ,,როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინვე ავიწყდებათ დაპირებები. დღეს თუ ამბობენ, რომ დიახ ეს შეიძლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იყოს მიმართული, ხვალ სხვა ტელევიზიების მიმართაც იგივე დამოკიდებულება ექნებათ“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

,,ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის მიჭირხვნის მცდელობა“ - აცხადებს ,,მემარცხენე ალიანსის“ წევრი სოსო შატბერაშვილი. ოპოზიციის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ ახალი რეგულაციები მესამე მოსმენით მიღება გადადონ და სარეკლამო დროის საათში 20%-დან 12-მდე შემცირება ეტაპობრივად მოახდინონ.
,,თუ ფინანსური დამოუკიდებლობა გაუარესდა მაუწყებლების შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდება და ეს უკვე ქვეყნის დემოკრატიულობაზე პოზიტიურად არ იმოქმედებს“ - აცხადებს ძაგანია.
,,არსებული კანონპროექტი დააკარგვინებს ფინანსურ დამოუკიდებლობას იმ ტელეკომპანიებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან ვერ კონტროლდება და ერთ-ერთი პირველი არის რუსთავი 2“ - აცხადებს ,,ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
,,ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ეს არაფერია, თუ არა ზეწოლა კონკრეტულად ერთ ტელეკომპანიაზე, ამ შეთმხვევაში საუაბრია რუსთავი 2-ზე“ - განაცხადა ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
ცვლილებები კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მედიაში და სამაუწყებლო ბადეში ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის არის სარეკლამო დროის საათში 20-დან 12%-მდე შემცირება, სპონსორების დასახელების და ანონსების დროის შეზღუდვა.
rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






