ეს 63 წლის კაცი პარლამენტში ვაგზლის აგრესიული ლოთივით გინების მეტს არაფერს აკეთებს - ხაჩიძე
სოც.მედია - 20:53, 06 Feb, 2015     3929
ამ ხნის კაცი, ვაგზლის აგრესიული ლოთივით დგას პარლამენტში და უზრდელად, სამარცხვინოდ, საჯაროდ, უკანასკნელი სიტყვებით გაგინებს... - უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე კოლეგას აკრიტიკებს.

,,მეცნიერება აი ამ - 63 წლის ორგანიზმსაც homo sapiens-ს, ანუ გონიერ ადამიანს აკუთვნებს.

უბრალო ადამიანი არ გეგონოთ, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია (თანაც)

დღეს იგი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.

ვიცი არ გაგიკვირდებათ, ის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის - ”ქართული ოცნების” სიით მოხვდა.

შეგახსენებთ, ეს ის დეპუტატია, ქუთაისის საპორტო ქალაქად ჩამოყალიბების იდეა რომ ”ჩამოაყალიბა”.

ჰოდა, აგერ უკვე მესამე წელია, ეს 63 წლის კაცი პარლამენტში დადის, დარბის, ზის და ბილწსიტყვაობის, ლანძღვის და გინების მეტს არაფერს აკეთებს.

უფრო ობიექტური რომ ვიყო შეფასებაში, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ლანძღვა-თათხვის გარდა სისულელესაც ამბობს.

ასაკს ხაზი ორჯერ იმიტომ გავუსვი, რომ კითხვა მაქვს...

აი, რა უნდა გააკეთო ადამიანმა, როდესაც ამ ხნის კაცი, ვაგზლის აგრესიული ლოთივით დგას პარლამენტში და უზრდელად, სამარცხვინოდ, საჯაროდ, უკანასკნელი სიტყვებით გაგინებს...

დიდი ხნის წინ გონებაში მივუჩინე მისამართი: ცარიელი ადგილი, ვაკუუმი. - არ მესმის, ვერ ვხედავ, არ არსებობს...

მაგრამ რომ მეხება, რომ ჩამყვირის, რომ არ სრულდება?...

აი რა გავაკეთო?!...

მეც ვაგინო?!

მეც დავარტყა?!

მეც გადმოვაგდო პირიდან მკვდარი ბაყაყი?!

ბატონო ბიძინა ივანიშვილ!

ჩემთვის ესეც თქვენ ხართ, ამაზეც თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი!“ - წერს ხაჩიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42