"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ მხარი არ დაუჭირა. ის დღეს აცხადებს, რომ ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციები აუცილებელია. თუმცა ეტაპობრივი და თანმიმდევრული უნდა იყოს. კორძაია არ მიესალმება კანონპროექტის სწრაფ რეჟიმში განხილვას და ამოქმედებას.
“ ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მედიაში ჩარევა და რეგულაციების დადგენა ხდებოდეს უფრო ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ. იმიტომ, რომ მედია არის ძალიან სათუთი ორგანიზმი და მას უნდა ვეხმარებოდეთ იმოქმედოს ევროდირექტივების კანონით დადგენილ ფარგლებში ისე, რომ მძიმე ფინანსური და მატერიალური ზიანი არ მიადგეს. ამ განხილვების დროს საქართველოში არ ვიყავი და ამ სხდომებს არ დავსწრებივარ, მაგრამ ჩემი პოზიცია იმით გამოვხატე, რომ თავი შევიკავე. ”- განაცხადა თამარ კორძაიამ
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






