აფხაზეთის ომის დროს დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 13:21, 06 Feb, 2015     950

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საკმაოდ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა ურთიერთგაგებისა და სრული ნდობის პირობებში წარიმართა“, - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართულ მხარეს.

მხარეები მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა გაზაფხულზე რამოდენიმე სამარხის ექსჰუმაცია აჩადარაში, გუმისტაში, ხონსა და ვაზიანში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში მუშობს ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება წარმოადგენს. ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, წითელი ჯვრის დახმარებით, მოლაპარაკების შედეგად, 2014 წელს მოხდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და 30 ნეშტის თბილისში ჩამოსვენება, საიდანაც 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42