ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგები
პოლიტიკა - 18:58, 05 Feb, 2015     1412

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა:

„ნატოს და საქართველოს მჭიდრო და ძალიან აქტიური პარტნიორობა აკავშირებს. ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ასევე, მის სუვერენულ უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის უსაფრთხოების ალიანსები. გასულ სამიტზე, რომელიც სექტემბერში უელსში ჩატარდა, ჩვენ დავამტკიცეთ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ნატოს ძალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. დღეს კიდევ უფრო წინ წავწევთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებას, რათა დავეხმაროთ საქართველოს უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას.“

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.

მინდია ჯანელიძემ უცხოელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყების პრიორიტეტები იქნება თავდაცვის სისტემის მართვის სრულყოფა, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას თავდაცვის პრიორიტეტებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
სხდომაზე არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. პარტნიორმა ქვეყნებმა პაკეტის განხორციელებისთვის საჭირო არსებული რესურსები და შესაძლებლობები განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტში აღინიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსმა დაგმო რუსეთის ქმედება საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42