კომისიამ დაიწყო აქტიური მუშაობა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე. პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება.
კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი - ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები






