ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟორლიანი fresh news -ზე გასულ სიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქალბატონო ეკა, გიპასუხებთ! 1. ამ თემას გვიყვება კოალიციის წევრი! შესაბამისად მოგონილი ვერ იქნება. 2. თქვენი კომენტარი, რომ ეს მოგონილია არის სიუჟეტში! 3.რატომ ვაჩვენეთ ფინანსური პოლიციის უფროსი? იმიტომ რომ გვანახა რომ არაა დაჭრილი, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრა რესტორანში იყო თქვენ შვილთან! თუ სიტყვა ჭორი გაიგეთ , გაიგებდით რომ რესტორანში ყოფნას გვიდასტურებს! რაც შეეხება უზნეობას! უზნეობა რა არის ამას ხალხი გადაწყვიტავს! მაინც რომ იცოდეთ, მოგონილია ამბავი როდესაც ჟურნალისტი მას რესპოდენტის გარეშე ყვება. როდესაც რესპოდენტები და თან, თქვენი გუნდის წევრები ყვებიან ამბავს ის მოგონილი არაა! წარმატებები თქვენს "სიმართლეში"
ეკა ბესელია: ნანუკა მეგონა იტყოდი რომ არ გქონდა შეხება ამ სიუჯეტთან:–))) კარგია რომ პირდაპირ კავშირზე ხარ იმ პირთან ვინმე მირგატიასთან, რომელსაც თურმე თავად არაფერი უნახავს და მოყოლილი ამბავი იცის:–)))) დიახ, უნდა დაიკითხოს რადგან თუ იცის რომ მოხდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფაქტი და აცხადებს ამის თაობაზე შენთან, უნდა დაიბარონ და დაკიტხონ რადგან ამას ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ეს არის ვალდებულება საგამოძიებო ორგაბოსი. ვაითუ ვინმემ დამალა მართლა ,,დანაშაული,,?:–)))) მე ვითხოვ რომ მოხდეს ამ ფაქტის გარკვევა, ვითხოვ გამოიძიონ რა მოხდა, თუ მოხდა საერთოდ, ვინ რა მოიგონა, რატომ მოიგონა, რა მიზანი აქვს და ყველაფერი...რა არის დასამალი, რატომ აღელდი? თქვას რა იცის და ისევ თქვენს მონაყოლს ხომ არ უყვება ,,ჟურნალისტს,,?
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე არასოდეს ვიტყუები. არავისთან თან. საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მიგრანტია:) ამ სიუჟეტით გავიგე. ხაზზე მე არ ვარ. ჟურნალისტმა, რომელმაც ჩაწერა მას დაურეკა.
ეკა ბესელია: კიდევ ერთი ,,დამთხვევა: მარინა ღლონტი–სარსანიას დასაცავად რომ გამოდის სიუჯეტში , გახლავთ იმ სატენდერო კომისიის წევრი, რომლის გადაწყვეტილებით კორუფციული ტენდერი ჩატარდა და გამოძიება მიმდინარეობს. ეს ხომ არაა საინტერესო ნეტა? იმ კორუფციული ტენდერით კი გვინდოდა ფოთელებისთვის გაგვეკეთებინა ქუჩა და ტროტუარები და ნახეთ რატომ არ განხორციელდა?რატომ გაფორმდა საეჭვო პირებთან ხელშეკრულება და თავად ღლონტიც ხომ არ არის ამ ყველაფრის მონაწილე? ეს არ გაინტერესებთ ჟურნალისტებო? მე მივყვები ამ ფაქტებს, რაც არ უნდა მოიგონოთ და დაგეგმოთ. სასამრთლოშიც ბევრი სირბილი მოგიწევთ.
fresh news-ზე გასულ სიუჟეტში რესტორან „ფაზისში“ მომხდარ ინციდენტზეა საუბარი.
სპეციალურ რეპორტაჟში „ქართული ოცნების“ წევრი ელგუჯა მერგანტია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ რესტორანში ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა მაღალჩინოსან ძალოვანებს კონკრეტული ადამიანების დაკავებაზე ესაუბრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






