იჩხუბა თუ არა ბოკერიამ პატრიარქთან და არის თუ არა ის ეკლესიის მტერი- გიგა ბოკერიას კომენტარი
პოლიტიკა - 17:32, 05 Feb, 2015     8379

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულას გადაცემაში საუბარი რელიგიაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ ოპონენტებმა მისი და მისი თანაგუნდელების დიდი ნაწილის მკაფიო პოზიცია, დაეცვათ აღმსარებლობის თავისუფლება, პოლიტიკური სპეკულაციების, ტყუილების გავრცელებისა და იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად აქციეს. გადაცემის ავტორის კითხვას, რას უპასუხებდა ის სხვადასხვა დროს, მედიით გავრცელებულ ისტორიებს იმის შესახებ, რომ ენმ-ს წარმომადგენლები, მათ შორის თავად ბოკერია კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეურაცხყოფდნენ და ეკლესიაზე ზეწოლას ახდენდნე, ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანმა განაცხადა, რომ თითოეული ეს ისტორია სრული სიცრუეა.

"ეს არის სიცრუე. ისტორიების მოგონებები მარტო ჩემთან დაკავშირებით არ არის, არაერთ ფიგურასთან დაკავშირებით გვსმენია, რომელიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, ან თუნდაც იქამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით, საზოგადოებრივად აქტიური ხალხის ნაწილი იყო ან პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. ეს იქცა იარაღად ჩვენი ოპონენტების ხელში. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეფექტურ იარაღად. თავიდან ბოლომდე მოგონილი ისტორიები. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი მინუსი. ხშირად ისმის ხოლმე, რომ პასუხს არ სცემთ და რატომ არ უჩივით - ასეთი არგუმენტებიც არის. მე ვთვლი, რომ მინუსი იყო, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მსოფლმხედველობრივ ომში, მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ თუ გნებავთ იდეოლოგიურ ბრძოლაში, საკმარისად მათი ასე ვთქვათ დაზიანება ან დაყოფა", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების ოპონენტებმა მოახერხეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში მითების დანერგვა, რომ ენმ-ს წარმომადგენლები იყვნენ მონსტრები, რომლებიც უვარდებოდნენ პატრიარქს და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხოლო თავის მხრივ მხრივ მათ შეძლეს თავი წარმოადგინათ ამ სიკეთის დამცველებად.

"მათ მოახერხეს ამ დროშის აღება, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში, იმ ხალხის თვალში, რომელიც არის ამ ეკლესიის ნაწილი, ან შეიძლება არ არის მრევლი, მაგრამ პატივს სცემს ეკლესიას, პატრიარქს და ა.შ. მათ მოახერხეს ამ მითების დანერგვა და შემდეგ თავისი თავის ამ სიკეთის დამცველად წარმოჩენა მოსტრებისგან, რომლების უვარდებოდნენ პატრიარქს და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისევე როგორეც დაცვა ჩვენი თვითმყოფადობის ან ოჯახის, შვილების, მომავლის, როგორც არ უნდა ესმოდეთ ეს მათ. ეს რა თქმა უნდა არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ან ფიგურისთვის ნაწილობრივ მარცხია, როცა ამ საკითხში მოწინააღმდეგე აღმოჩნა წარმატებული, სამწუხაროდ ეს უნდა ვაღიაროთ.

სხვა საკითხია, რომ მიზეზი იმისა, რატომ აღმოჩნდა, იყო ის ელემეტები, რაც სიმართლეა. ის, რომ მეც, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილიც, იმ საკითხში რაც შეეხებოდა რწმენის ან უმცირესობების თავისუფლებებს, ვარდების, რევოლუციამდე მათ შორის, ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია გვქონდა და ამ პოზიციის მიხედვით ვმოქმედებდით სანამ ხელისუფლებაში ვიყავით, როცა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო არაპოპულარულ ჯგუფებზე იყო საუბარი, ვთქვათ, იაჰოვას მოწმეებზე და როცა ხელისუფლებაში მოვედით. დიახ, მეც ვიყავი მომხრე ძალიან მკაფიო და მკაცრი ნაბიჯების იმ ხალხის მიმართ ვინც ძალადობდა. საზოგადოების თვალში ადვილი იყო ამის დანერგვა, გახსოვთ ალბათ მკალავშვილის დაკავების ამბავი, როდესაც ის ტაძარში იყო, მის ტაძარში და იქ მივიდა პოლიცია და ძალიან უსიამოვნო კადრები იყო, იქ ძალადობას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ეს ხალხი მოძალადე ხალხი იყო და ქვებს ისროდა" - განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის ავტორის კითხვას, ხომ არ გადაამეტა პოლიციამ ძალას ბასილ მკალავიშვილის აყვანისას, ბოკერიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ერთ ეპიზოდში რომელიღაც პოლიციელმა ძალა გადაამეტა, მაგრამ მკალავიშვილის დაკავების ამოცანის შესრულება იყო სახელმწიფოს პრინციპული მოვალეობა, რაც, მისივე თქმით, სახელმწიფომ შეასრულა იმ მრავალი წელის შემდეგ, როცა ამ მოვალეობას არ ასრულებდა.

"მაგრამ შემდეგ იყვნენ მათ შორის ე.წ. ლიბერალურ ფრთაშიც, დღევანდელი ხელისუფლების ან მაშინდელი ოპოზიციის, რომლებიც ამ თემაზე აბსოლუტურად უსინდისოდ სპეკულირებდნენ და ეს კადრები კლიპად ჰქონდათ საარჩევნო კამპანიაში, აი როგორი მოძალადეები არიან... როცა იჭერდნენ მოძალადეს. შემდეგაც, ამ მითების გავრცელებას არა მარტო ეს ღირშესანიშნავი წარმომადგენელი დღევანდელი ხელისუფლების, ქალბატონი წულუკიანი ახორციელებდა, არამედ სხვა წარმომადგენლებიც. ასე ვთქვათ დიდი ფიგურები ამ ტყუილებს ტირაჟირებდნენ.

ეს ფაქტი, რომ პატრიარქს დაესხა თავს ან გიგი უგულავა ან მე, შეურაცხყოფა მიაყენა, ან შემდეგ ფეხი დაუცდა და წაიქცა, ეს არის დამჯდარი ადამიანის, მოფიქრებული რაღაც კალკულირებული სიცრუე. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არა მთლიანად არაეფექტური, გარკვეული თვალსაზრისით. მაგრამ რა თქმა უნდა სიცრუეა ის, როცა იძახიან, რომ ეს ხალხი არის ეკლესიის მტრები - ეს არის უსინდისო სიცრუე", - თქვა ბოკერიამ.


წყარო "ტაბულა"- "საუბრები რელიგიაზე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42