ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის დახურული სხდომა დასრულდა.
სხდომის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. რუსეთის მიერ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან გაფორმებული ხელშეკრულება, საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. სხდომაზე განვიხილეთ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამუშავების საკითხი. მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ არის სამხედრო ბაზა, ეს სასწავლო ცენტრია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, ნატო-ს მისიებში მონაწილეობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხში შეტანილი წვლილისთვის"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






