"ვის აგინებ, ამხელა კაცი ხარ, გაგინგრევ მაგ სახეს"- დეპუტატებმა "უფასო ფულის" გამო იჩხუბეს
პოლიტიკა - 15:45, 05 Feb, 2015     6393
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო სხდომაზე პენსიის და „უფასო ფულის“ საკითხზე საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ხაჩიძის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებენ.

„რა არი ბოლო-ბოლო ამისთვის გვცალია?- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და მიკროფონი გამორთო , რის შემდეგაც გოგა ხაჩიძემ უმრავლესობის წევრებს ინიციატივასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრებების გამოთქმა მოსთხოვა.

„კონკრეტული მოსაზრება გამოთქვით და გავიგებთ რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე.“- განაცხადა ხაჩიძემ.

კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრების მისამართით „ოცნების“ წევრმა ომარ ნიშნიანიძემ შეიგინა, რის შემდეგაც დაპირისპირება ზურაბ ჯაფარიძესა და მას შორის გაგრძელდა.

„ვის აგინებ, ამხელა კაცი ხარ, გაგინგრევ მაგ სახეს, შენ ვინ გგონია შენი თავი?“- მიმართა ჯაფარიძემ ნიშნიანიძეს.

„შემაგინა, ამხელა კაცია , ვითმენ რა ხანია, ასაკს ვცემ პატივს.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ომარ ნიშნიანიძემ კი კომიტეტის წინაშე მოთხოვნა დააყენა, რომ საქართველოდან გაზიდული ქონება „ნაციონალებს“ უკან დააბრუნებინონ.

„რაც გაზიდეს, ამ ყაჩაღებმა საქართველოდან დავაბრუნებინოთ უკან, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა“ - აღნიშნა ნიშნიანიძემ.

გოგა ხაჩიძემ კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა „უფასო ფულთან“ და უპროცენტო კრედიტებთან დაკავშირებით, არა მისი მოგონილი, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ მიცემული კონკრეტული დაპირებაა. ფაქტის დასამტკიცებლად მან კომიტეტის წევრებს ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლის ჩანაწერიც მოასმენინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42