„სენტა“ სამართლებრივი გზით „გალფის“ ქვეშ მოქმედი კომპანიებისგან ქონების დაბრუნებას ითხოვს
პოლიტიკა - 14:28, 05 Feb, 2015     1289
„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლებმა და ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და „სენტა“„გალფის“ ქვეშ მოქმედი კომპანიებისაგან ქონების დაბრუნებას შეძლებს.

კომპანიის ადვოკატის დავით ასათიანის განცხადებით, არცერთი მხარე, მათ შორის არც მოწინააღმდეგე მხარე - „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ პროცესებში 2011 წელს უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მონაწილეობდა და უშუალოდ ესწრებოდა იმ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, რომელსაც საბოლოო ჯამში „სენტას“ ქონების არაადეკვატურ ფასად „გალფზე“ გადაცემა მოყვა.

მისივე თქმით, სასამართლომ „გალფის“ მხრიდან დასახელებული რამდენიმე მოწმე გამოიძახა, რომელთა უმეტესობა დავით კეზერაშვილის მეგობარი და მასთან დაახლოებული პირია, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთაა და დაკითხვა ალბათ, შემდგომ სასამართლოზე დისტანციურად მოხდება.

„სენტა პეტროლიუმის“ თანადამფუძნებელისა და დირექტორის ზაალ იაკობიძის განცხადებით, „სენტას“ მხრიდან „გალფისთვის“ ქონების გადაცემა ორ კომპანიას შორის თავისუფალი გარიგება არ ყოფილა, ეს იყო კეზერაშვილის აგრესიული ზეწოლის შედეგი და აქტივები იძულებით დაათმობინეს.

„კეზერაშვილი ახსენებდა, რომ ეს იყო არა მარტო მისი მოთხოვნა, არამედ ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილი საკითხი. ის ამას ყოველთვის ადასტურებდა, რომ მარტო არ მოქმედებდა, არამედ ის მოქმედებდა მათი შეთანხმებითა და მითითებით. მუქარა ასეთი იყო, რომ ქონება მათ მიერ დასახელებულ ფასად უნდა გადაგვეფორმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვიჭერდნენ და ციხიდან უფასოდ გადაგვაფორმებინებდნენ მთელს ჩვენს ქონებას, ხოლო ჩვენი ოჯახები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. მათი მუქარა რომ რეალური იყო, შემდგომმა პროცესებმაც დაადასტურეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მის მოთხოვებს დავეთანხმეთ და ჩვენი ქონება საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ ნაკლებ ფასად გადავეცით, მაინც არ დაკმაყოფილდნენ და შემდგომ მოკლე პერიოდში ციხეში გამოგვკეტეს. დღეს სასამართლო მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს“, - განაცხადა იაკობიძემ.

თავის მხრივ, „სენტა პეტროლიუმის“ თანადამფუძნებელი და თანადირექტორი დავით მიმინოშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ქვეყანაში შედეგები არის და იმედოვნებს, რომ კომპანიასთან მიმართებაშიც პროცესი სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებით დაგვირგვინდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ სამართლიანობა ბოლომდე არ აღმდგარა, „სენტა“ ბაზარზე დაბრუნდა. ქვეყანაში შექმნილმა ჯანსაღმა ბიზნესგარემომ „სენტას“ საშუალება მისცა საქმიანობა განეახლებინა, რომელიც 2011 წლიდან შეწყვეტილი იყო. ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტს ვაწარმოებთ, ვყიდით საბითუმო ბაზარზე. ბაზარზე იაფი ფასებით შემოვედით. გვიხარია, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც ქვეყანაში შედეგები არის და ვფიქრობთ, რომ ჩვენს კომპანიასთან მიმართებაშიც პროცესი სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებით დაგვირგვინდება“, -განაცხადა მიმინოშვილმა.

კომპანია „სენტა პეტროლიუმი“ საქართველოს მასშტაბით 60-მდე ავტოგასამართ სადგურს, 3 ნავთობბაზას და 12 მიწის ნაკვეთს ფლობდა, სადაც ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა იგეგმებოდა. 2011 წელს „სენტა პეტროლიუმმა“ საკუთარი აქტივები და ქონება დავით კეზერაშვილის კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ გადაუფორმა. ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მას მუქარის შედეგად 22 მილიონ დოლარად დაათმობინა კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი დოლარია. ქონების ჩამორთმევის შემდეგ, ზაალ იაკობიძე და მისი პარტნიორი დავით მიმინოშვილი დააკავეს. ბიზნესმენის თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მათ ახალციხეში 120 კვადრატული მეტრი მიწა 2 მილიონ ლარად აყიდინეს, 4 მილიონი ლარი კი კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციისთვის გირაოს ანგარიშზე შეატანინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42