ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, რა ვადით შეიძლება მოხდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადება.
ვიცე პრემიერის განცახადებით "ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა"
"რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე იყო საუბარი. როგორც იცით, ეს კურსთა შორის სხვაობას უკავშირდებოდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა "ყაზტრანსგაზს" და თბილისში არსებულ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებენ. შესაბამისად, მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო აუცილებელია, კომერციულ ობიექტებს, პურის საცხობების გამოკლებით, გაეზარდოთ ტარიფი, თუმცა "სოკართან" განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე არ მოხდეს გაზის ფასის გაძვირება", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






