ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას სთავაზობს. კანდიდატურას გიორგი მარგველაშვილს დღეს წარუდგენენ.
"ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს", - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
ირაკლი ბურდულმა იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (ავსტრია, ზალცბურგი), მუშობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამოუკიდებელ ადვოკატად იურიდიულ ფირმაში, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები






