მზად ვარ უკრაინაში ანტიკორუფციულ ბიუროს ვუხელმძღვანელო - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 11:56, 05 Feb, 2015     2009

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც უკრაინაში მის მიზნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ უკრაინაში მოვლენები ცუდათ განვითარდება, ეს საქართველოსაც შეეხება.

„პოლიტიკური კონსულტაციები და მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ჩვენი გუნდის წევრები უკვე მუშაობენ უკრაინის მთავრობაში. ვფიქრობ , ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი საკმაოდ კვალიფიცირებულია იმისთვის, რომ ამ საქმით დავკავდეთ და უკრაინას კორიფციასთან ბრძოლაში დავეხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინაში ყველაზე ცუდი სცენარი განვითრდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ღმერთმა ნუ ქნას , უკრაინაში მოვლენები ცუდად განვითარდეს, ეს საქართველოსაც შეეხება. ჩვენ უკრაინის მოვლენებზე ვართ დამოკიდებულები. რა თქმა ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და განვაგრძოთ რეფორმები, არცერთი ჩვენგანი დიდხანს უკრაინაში არ უნდა დარჩეს, რადგან უკრაინა უკრაინელებმა უნდა გააძლიერონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში დავეხმაროთ, შესაბამისად მზად ვარ ანტიკორუფციულ ბიუროს ვუხელმძღვანელო“, - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის გეგმაზეც ისაუბრა.

„პუტინის მიზანი ნათელია და ის არავითარ შემთხვევაში არ წავა დათმობაზე. მას მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი აწყობს და მისი განხორციელებაც დაწყებული აქვს. პუტინის გეგმმა ასეთია: შექმნას ახალი პლაცდარმი დონბასში, შემდეგ ყირიმისკენ ვოლვონახოს გავლით მოაწყოს დერეფანი და კი თუკი ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით განვითარდა, შემდეგ იქნება ოდესა, მოლდოვა... დნესტრისპირეთი კი ამ დერეფანს შეაერთებს. ამის შემდეგ კი კიევში სამხედრო გადატრიალებებსა, მასობრივ არეულობასა და უკრაინის სახელმწიფოს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ახლა მთავარია უკრაინამ ბრძოლის ველზე გაძლოს, ამისათვის სამხედრო რეფორმები და იარაღით დახმარებაა საჭირო. ვიმედოვნებ, ამერიკა უკრაინას იარაღით უზრუნველყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას ძალიან გაუჭრდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42