ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ შს მინისტრს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ,,ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა მის პარლამენტში მოსვლასთან დაკაშირებით არასერიოზულია.
ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,მესმის შს მინისტრის განცხადების კონტექსტი. მას ნაგულისხმები აქვს ის საფრთხეები, რომლებიც არ გვაკლია გეოსტრატეგიული მდებარეობისა და მეზობელი ქვეყნების ზრახვების გამო. ასეთი საფრთხეების ნეიტრალიზება ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. შს მინისტრი, რომ მოვიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" მოუყვეს მათი ზრახვებისა და მავნებლური მოქმედებების შესახებ, ძალიან არასერიოზულია. ამისთვის მინისტრები არ დადიან პარლამენტში. როცა ასეთი მოქმედებები იგეგმება, არსებობს შესაბამისი ღონისძიებები და ამით ხდება პასუხის გაცემა. არ მგონია, შს მინისტრს იმის დრო ჰქონდეს ,,ნაციონალებს" გაეცნოს და ამას დაუთმოს მნიშვნელოვანი სამუშაო დრო, რომელიც მას სჭირდება საქმის გასაკეთებლად. არ მიმაჩნია შს მინისტრის მოწვევა მართებულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






