"ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ" - პრემიერის დავალება სამინისტროებს
პოლიტიკა - 11:28, 05 Feb, 2015     1409

ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ პროცედურები, რათა კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში, - პრემიერ-მინისტრმა ყველა უწყებას გადაწყვეტილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდა.

დავალება სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

„მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად დააჩქარეთ პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. სახელმწიფოს და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან დღეს არის ძალან ჰარმონიული. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და გარემო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენით, კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება და თითოეული თანამშრომლის დონეზე დაიტანეთ, რათა არც ერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, ვინც არ უნდა იყოს ის, დაუყოვნებლივ დააყენეთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მსხვილ ბიზნესმენებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი, თავისუფალი ბიზნესგარემოა და გასული წელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა მათგანისთვის საუკეთესო იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42