ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, "ეროვნულ ბანკს" ლარის დასტაბილურობაში ჩარევა არ დასჭირვებია, რადგან კურსის გამყარებისთვის არსებული საბაზრო მექანიზმი საკმარისი აღოჩნდა.
ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეროვნულ ბანკს" არ მოუწია ჩარევა. საჭიროება აღარ იყო, ვინაიდან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა. რაზეც გვქონდა საუბარი გასული კვირის განმავლობაში, რომ ეს მაინც აჟიოტაჟი იყო. ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის ვალუტა არის ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






