პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაზის გაძვირება თავიდან აირიდოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება. ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, რომ გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
„მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






