"ყარაფილაში განხორციელებულმა ტერაქტმა ახალი ათვლის წერტილი გააჩინა. ეს არის დარტყმა ყოველი ჩვენგანისთვის, ხელისუფლებისათვის. ამავე დროს ეს არის ჩვენი ტვირთი – გაიხსნება ეს საქმე მალე თუ მოგვიანებით, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა. ის გამოწვევები, რომელიც არის, აუცილებელია, რომ უმკაცრესად და ადეკვატურად იქნას პასუხი გაცემული",- აღნიშნა ქანთარიამ.
პარლამენტის დეპუტატის აზრით, ყოფილი პრემიერის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული აქცია მიმდინარეობს:
"მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, ერთი მხრივ, ბატონი ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის, მეორე მხრივ, ძალოვანების მიმართ და ეს ბაცილები დროულად უნდა იყვნენ განეიტრალებულნი. დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ პროკურატურა უფრო გააქტიურდება და ისეთ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომელიც სასამართლოში წყალგაუმტარი იქნება და ყველა ის საქმე გაიხსნება, რომელსაც საზოგადოება ითხოვს. მე მინდა საზოგადოება დავამშვიდო და მან იცოდეს, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და აუცილებლად მოხდება სამართლიანობის აღდგენა. თუკი საჭირო იქნება, შესაძლებელია ამას დასჭირდეს ვადამდელი არჩევნები. ამაზეც კი ჩვენ უნდა წავიდეთ და ვიყოთ აუცილებლად ერთიანი ამ საქმეში. ახლა ინდივიდუალური გარღვევების დრო არ არის, იმიტომ რომ ჩვენს წინააღმდეგ მართლაც მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






