„ისეთი ადამიანის და ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, დაუშვებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მივესალმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს მარტო მას არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვინც საპატიმროში გამწესდა.”- განაცხადა წულუკიანმა
მინისტრის განცხადებით, ფირცხალავა მას მაშინ დაემუქრა, როდესაც თბილისში "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი" გაიხნა
„სიცოცხლის დაცვისკენ მიმართული ის მემორიალი გარეთ მყოფ ფირცხალავას არ მოსწონდა. მას ჩემთვისაც შემოუთვლია მუქარა, მაგრამ ჩემი მხრიდან მინდა დავპირდე საზოგადოებას - მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას, რომ ჩვენი შვილები სახელმწიფოს ხელით არასდროს აღარ მოკლან", - თქვა წულუკიანმა.
ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდათ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2 თებერვალს გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






