,,мухи отдельно, котлеты отдельно... ეს საქმე უფრო პროვოკაციულ ელფერს იძენს“ - სოსო ცისკარიშვილი
პოლიტიკა - 17:20, 04 Feb, 2015     2124
გასაკვირია, რომ განვლილი წლების განმავლობაში ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუკი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, სინამდვილე არ უნდა დაიფაროს - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა. თოქშოუ ,,არჩევანში“ ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ შვილმკვდარი ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე ექსპერტი ამბობს, რომ თუნდაც ეს მართალი აღმოჩნდეს მას არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან. სოსო ცისკარიშვილს აინტერესებს, რატომ ამოტივტივდა ეს საქმე მაშინ, როცა მოხდა ფირცხალავას და სხვა ყოფილი პოლიციელების დაკავება.

,,თუ ასეთ რამეს ადგილი ჰქონდა, ცხადია მისი კვალი გარკვეულ არქივში უნდა არსებობდეს, ძნელად წარმოსადგენია, რომ გამოძიება არ დაწყებულიყო და დარჩენილიყო გამოძიების გარეშე, ამის დაზუსტება არ იქნება რთული, მაგრამ თუნდაც მართალი აღმოჩნდეს ასეთი ბრალდება, მას არანაირი კავიშირი ე.წ. კორტების ოპერაციასთან არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს. როგორც ერთი რუსული რომანის გმირი იტყოდა - мухи отдельно, котлеты отдельно... ნუ ავურევთ ერთმანეთში სრულიად განსხვავებულ თემებს და ცოცხალი ახალგაზრდების დახოცვა ქვეყანაში, სადაც კანონით აკრძალულია სიკვდილით დასჯა და მითუმეტეს, ამას სჩადიან სამართალდამცავები, უფრო პროვოკაციულ ელფერს იძენს ვიდრე ათეული წლის წინანდელი ფაქტის ამოღებას შესაბამისი სკივრიდან. თუ ასეთი ფაქტი იყო, მხოლოდ სამძიმრის ადრესატია ასეთი ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა იყო მიზეზი ასეთი შედეგის და თუკი რაიმეს პოლიტიზირებაზე შეიძლება იყოს საუბრი, სწორედ ასეთი თემა იქნა შერჩეული და საკვირველია, რომ აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამნაშავენი აღმოჩნდნენ დასჯის საშიშროების წინაშე, ეს თემა ამოტივტივდა. ბოლო 2 თვის მანძილზე, რაც საუბარი მიდის ამ საქმის გახსნაზე და ვაზაგაშვილიების ხელთარსებულ მტკიცებულებებზე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რეაქცია არ გაუკეთებიათ წინა ხელსიუფელბის მეხოტბეებთ? ეს ძნელად დასაჯერებელია და როგორც კი ფირცხალავა აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, მაშინ ამოტივტივდა ეს თემა, რაზეც როგორც სჩანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედაც კორტებთან დანაშაულის ჩადენის ადრესატები სწორად იქნენ ამოცნობილნი“ - აცხადებს ექსპერტი.

მნიშვნელოვანია თუ არა იგივე ხელისუფლებისთვის პაპუაშვილისა და გაბუნიას საქმის შესახებ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, მისი დამალვა დაუშვებელია. თუმცა ექსპერტის თქმით, არც გარდაცვლილ ადამიანზე გამოძიების დაწყება იქნება მართებული, რაც სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას.

,,მიცვალებულის გასამართლება არის პუტინის ნოუჰაუ და ნუ შევეცდებით გავიმეოროთ, პუტინმა მიცვალებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ თუ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ამის უარყოფა არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში, სინამდვილე არ უნდა იყოს დაფარული, მაგრამ რაიმე ტიპის გამოძიება ადამიანზე, რომელიც არ არის ცოცხალი გახლავთ პუტინის ნოუჰაუ და ეს ყველა ქვეყანაში მასხრად იყო აგდებული და არ მგონია ვინმეს სურდეს, მის მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. თუმცა დამალვა ამ ფაქტის იქნება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებისთვის“ - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42