იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.
მისი თქმით, ადეიშვილი წითელი ცირკულარით არის ძებნილი და ეხლა შესაბამისი ნაბიჯები სამართალდამცველებმა უნდა გადადგან.
"როცა მე ვსაუბრობდი, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რათა ზურაბ ადეიშვილი წითელ ცირკულარში ყოფილიყო ჩასმული, ბევრმა ამას სკეპტიკურად შეხედა, თუმცა ნაბიჯები გადაიდგა თანმიმდევრულად. დღეს ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილია. ამის შემდგომი ნაბიჯები იქნება ის, რომ წითელი ცირკულარი მკვდარ სიტყვად კი არ დარჩეს, არამედ ამოქმედდეს და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯი. ამაზე მუშაობს მთავარი პროკურატურა და ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჩვენ მოთმინება უნდა ვიქონიოთ", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






